iEARN - ი (International Educational and Resource Network -საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით.
ქსელში გაერთიანებულია100-ზე მეტი ქვეყნის5000-მდე სკოლა. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას.
რა ფორმით მუშაობს საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი?
სადისკუსიო ფორუმები;
პროექტები(ონ-ლაინ);
ვორქშოფები, სემინარები;
შეხვედრები, ბანაკები;
ყოველწლიური კონფერენციები;
სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები.
iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ პროექტები www.iearn.org/projects და ფორუმები http://foro.iearn.org. ქსელში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ, გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები(ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები) მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.