About Me

My photo
თბილისი, საქართველო
მე ვარ ნათია ბაბლიშევი, 23 წლის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნეს ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი. გავდივარ სასწავლო კურს "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში". კურსისთვის შექმნილია გვერდი http://ictinedu11.blogspot.com/. კურსის ხელმძღვანელია ბატონი პავლე პავლიაშვილი. ჩემს პირად ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია, დავალებები და სხვადასხვა აქტივობები რაც კურსის განმავლობაში შევასრულე...

ბლოგი/პროექტი

 რა არის ბლოგი?

ბლოგი - ეს თქვენი სიახლეების საიტია (დღიურია), რომელიც ადვილი შესაქმნელია და მოსახერხებელია გამოყენებაში. ეს ის ადგილია, სადაც შესაძლებელია, განვათავსოთ ჩვენი ინფორმაცია, ვეკონტაქტოთ ადამიანებს და განვახორციელოთ ბევრი საინტერესო აქტივობა.

ბლოგის შექმნის ინსტრუქცია. იხილეთ

სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიცზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.

აუცილებელი კომპონენტები თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის:
·         იდეა/პრობლემა/მიზანი
·         საქმიანობათა ერთობლიობა

·         განმხორციელებელთა ჯგუფი/გუნდი


·         რესურსები/ბიუჯეტი

·         დაწყების და დამთავრების დრო

სასწავლო პროექტის 4 ეტაპი შეიძლება განვიხილოთ:
1.      იდეის ჩამოყალიბება (დაგეგმვა)

2.      მომზადება

3.      განხორციელება

4.      შედეგების წარდგენა